ქადაგებები

  • საოცრებამდე უსასრულოა განგება ღვთისა.
(აღსაყდრების დღეს წარმოთქმული სიტყვიდან, 25 დეკემბერი, 1977 წ.)

  • ქართველმა ერმა დღესაც სარწმუნოების მადლითა და ღვთისაგან მინიჭებული ენერგიით უნდა იბრძოლოს მშვიდობის, სიკეთისა და დიდი მომავლისათვის.
(აღსაყდრების დღეს წარმოთქმული სიტყვიდან, 25 დეკემბერი, 1977 წ.)

  • ჩვენ ვემსახურებით სიკეთეს...
(აღსაყდრების დღეს წარმოთქმული სიტყვიდან, 25 დეკემბერი, 1977 წ.)

  • ჩვენ დიდი პასუხისმგებლობა გვმართებს, რადგან ვისაც უფალი დიდ მადლს ანიჭებს, მას ბევრიც მოეკითხება.
(ქადაგება წმიდა მეფე ვახტანგ გორგასალის ხსენების დღეს, წმიდა სამების საპატრიარქო ტაძარი, 13 დეკემბერი 2004 წ. )

  • ჩვენი ცხოვრება მსგავსია კიბისა. ადამიანი ამ კიბეზე ან მაღლა ადის ან დაბლა ეშვება, რადგან იგი ერთ დონეზე ვერ დარჩება. ბედნიერია ის, ვინც უფლისაკენ ისწრაფის. ბედნიერია ის, ვისაც შეუძლია, შეიცნოს თავის თავი, მაგრამ მარტო დანახვა ნაკლისა არ არის საკმარისი, საჭიროა შინაგანი ფერიცვალება, საჭიროა სულიერ კიბეზე ასვლა.
(ქადაგება ბარბარობის დღესასწაულზე, წმიდა სამების საპატრიარქო ტაძარი, 17 დეკემბერი 2004 წ.)

  • ცოდვა ჩადენილი აქვს ყველას: ქართველებს, ოსებს, აფხაზებს, სხვებს და აი, აქ უფლის წინაშე უნდა მოვინანიოთ ეს ცოდვები და უნდა დაიწყოს შერიგების პროცესი ჩვენს ერებს შორის. ადრე თუ გვიან აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი იქნება საქართველოს შემადგენლობაში და ჩვენ იქ უნდა შევიდეთ როგორც მოსიყვარულე ძმები.
    ...
    ჩვენ მივმართავთ ყველას: ქართველებს, აფხაზებს, ოსებს და სხვებს, რომ გამოიჩინონ ქრისტიანული სათნოება, მიმტევებლობა. ბედნიერია ის, ვისაც ეს მადლი აქვს, ვინც ცდილობს შეურიგდეს მას, რომლისგანაც მიღებული აქვს წყენა.
(ქადაგება ნიკოლოზობის დღესასწაულზე, წმიდა სამების საპატრიარქო ტაძარი, 19 დეკემბერი 2004 წ. )

  • საერთოდ, ბოლო წლებში ადამიანმა შეიძინა ბევრი ცოდნა. ხაზს ვუსვამ - ბევრი ცოდნა და არა ღრმა ცოდნა; და მასთან ერთად, შედარებით, ზერელე აზროვნება. იგი ზედაპირულად აფასებს ყველაფერს: მეცნიერებაშიც, კულტურაშიც, ჩვეულებრივ ყოფაშიც; ზრუნავს დღევანდელ დღეზე და მომავალზე თითქოს არ ფიქრობს. მაგალითად, საშუალო სკოლის მოსწავლეს, რომ ჰკითხო რაიმე, ის ჩამოგითვლის მხატვრებსაც, კომპოზიტორებსაც, განსაკუთრებით, თანამედროვე ესტრადის მომღერლებს, - ძალიან გატაცებულია ჩვენი ახალგაზრდობა თანამედროვე მუსიკით. მაგრამ, სამწუხაროდ, მისი პასუხები ზედაპირული იქნება. სიღრმე გვაკლია. ჩვენი წინაპრები სხვანაირები იყვნენ. მათ თუმცა ნაკლები იცოდნენ, მაგრამ ღრმად ჰქონდათ ნაფიქრი და მათი განსჯა სიღრმისეული იყო. და ეს ძალიან ეხმარებოდათ.
(საკვირაო ქადაგება, სიონის საკათედრო ტაძარი, 26 დეკემბერი 2004 წ. )

ეს არის რჩეული ციტატა. დააწკაპუნეთ აქ დამატებითი ინფორმაციისთვის.
  • ადამიანი როგორიც არის შინაგანად, ისე ფიქრობს სხვაზეც.
(საკვირაო ქადაგება, სიონის საკათედრო ტაძარი, 26 დეკემბერი 2004 წ. )

  • კეთილი საქმე განსაკუთრებით იმათთვის უნდა ვაკეთოთ, ვისგანაც საპასუხო სამადლობელს არ ველოდებით.
(საკვირაო ქადაგება, სიონის საკათედრო ტაძარი, 26 დეკემბერი 2004 წ. )

  • ადამიანი შეიცნობა სამ განზომილებაში, ეს არის წარსული, აწმყო და მომავალი. არ შეიძლება განვსაზღვროთ ადამიანი მხოლოდ წარსულით.
(საკვირაო ქადაგება, სიონის საკათედრო ტაძარი, 20 მარტი, 2011 წ. )

  • დიდი საქმეები ქუჩაში არ უნდა წყდებოდეს, დიდი საქმეები დარბაზში, მშვიდობიან საუბარში უნდა გადაწყდეს და ჩვენ კარგ შედეგს მივიღებთ.
(26 მაისის აქციის დარბევის შესახებ, საკვირაო ქადაგება, სამების საკათედრო ტაძარი, 29 მაისი, 2011 წ. )

  • ყველაზე საშიში კატეგორიული ურთიერთობა და აზროვნებაა.
(საკვირაო ქადაგება, სამების საკათედრო ტაძარი, 29 მაისი, 2011 წ. )

No comments:

Post a Comment